გვერდები

ატომი და ატომური აფეთქება

ატომი- სუბმიკროსკოპული სტრუქტურა, ელემენტის უმცირესი ნაწილაკი, რომელიც განსაზღვრავს მისი ყველა ქიმიურ თვისებებს. იგი ქიმიურ ნაერთთა ძირითადი სტრუქტურული ერთეულია. ყველა ნივთიერება ატომებისაგან შედგება. დღეისათვის ცნობილია ასზე მეტი ელემენტი, რომელთა უმრავლესობას ბუნებაშიც ვხვდებით.


ატომი ქიმიურად განუყოფელი ერთეულია (ანუ ქიმიურ რეაქციებში არ ხდება ატომთა გარდაქმნა).






ატომის აღნაგობა

ატომი შედგება სამი სახის ქვეატომური ნაწილაკებისაგან, რომელიც მის გარეგან თვისებებს განსაზღვრავს:
1.ელექტრონები, რომელსაც უარყოფითი მუხტი გააჩნია და ატომის ყველაზე მცირე მასის ნაწილაკებია;
2.პროტონები, რომელსაც დადებითი მუხტი აქვს და ელექტრონზე ~1836-ჯერ უფრო მასიურია;
3.ნეიტრონები, რომელსაც მუხტი არა აქვს და დაახ. იგივე მასა აქვს რაც პროტონს.


ნეიტრონსა და პროტონს სხვანაირად ნუკლონებს უწოდებენ.

პროტონები და ნეიტრონები ერთად ქმნიან ატომის ბირთვს. ის გარშემორტყმულია დიფუზური ზონით, რომელიც შეიცავს ელექტრონებს. ქიმიური ბმის წარმოქმნას ელექტრონები უზრუნველყოფენ.

ატომის შიგნით 99% სიცარიელეა. მყარ ფორმას რაიმე ნივთს აძლევს ატომის გარსი. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ რომ მერხში 99% სიცარიელეა.

ატომების შეერთებით მიიღება მოლეკულა. მოლეკულებით კი ნივთიერება. ნივთიერებით-სხეული.





ბირთვული იარაღი (ან ატომური იარაღი) – ფეთქებადი მოწყობილობა, რომელშიც ენერგიის წყაროს წარმოადგენს ატომური ბირთვების დაყოფა ან სინთეზი ანუ ბირთვული რეაქცია. ვიწრო აზრით - ფეთქებადი მოწყობილობა, რომელიც იყენებს მძიმე ბირთვების დაშლის ენერგიას. საპირისპიროდ კი, ფეთქებად მოწყობილობას, რომელიც იყენებს მსუბუქი ბირთვების სინთეზის (შეერთების) დროს წარმოქმნილ ენერგიას, უწოდებენ თერმობირთვულ იარაღს. ბირთვული იარაღი შედგება უშუალოდ ფეთქებადი ნაწილისგან, ადგილზე მიმწოდებელი მექანიზმისგან და მართვის მოწყობილობისგან. ბირთვული იარაღი, ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღთან ერთად, მიეკუთვნება მასობრივი განადგურების იარაღების ჯგუფს.

მოქმედების პრინციპი

ბირთვულ იარაღის მოქმედების პრინციპი ეფუძნება უმართავ ბირთვულ რეაქციას. იმისთვის, რომ რეაქცია შევიდეს ჯაჭვური რეაქციის ფაზაში, აუცილებელია შესაბამისი ”საწვავი”, ურანის იზოტოპის სახით. ურანი ბუნებაში გვხვდება ორი სხვადასხვა იზოტოპის სახით - ურანი-235 და ურანი-238. მას შემდეგ, რაც ურანი-235 შთანთქვას თავისუფალ ნეიტრონს - იგი იშლება და ერთი მიღებულის მაგივრად, ასხივებს სამ ნეიტრონს, რომლებიც ეჯახებიან რა სხვა ურანი-235 ბირთვებს - იწვევენ მათ დაშლა-აფეთქებას.
ურანი-238, საპირის პიროდ, ნეიტრონის შთანთქმისას არ გამოყოფს ახალ ნეიტრონებს, არამედ უბრალოდ შთანთქავს მათ და აფერხებს აფეთქებას. ნეიტრონის შთანთქმით იგი გადაიქცევა ურანი-239-ად, შემდეგ ნეპტუნი-239-ად და საბოლოოდ, შედარებით სტაბილურ, პლუტონიუმ-239-ად.

0 comments:

Post a Comment